ბიტკოინის ფასმა $61150 შეადგინა. იანვრის შემდეგ კრიპტოვალუტის ღირებულება უკვე 40%-ით არის გაზრდილი.
ბიტკოინს რეკორდული ფასი 2021 წლის ნოემბერში ჰქონდა, როდესაც $70,000-ზე ცოტა ნაკლები ღირდა.
კრიპტო პლატფორმის CoinGecko-ს თანახმად, მიმოქცევაში არსებული ყველა ბიტკოინის ერთობლივმა ღირებულებამ, მიმდინარე თვეში პირველად, $2 ტრილიონს გადააჭარბა, ხოლო თავად ტოკენის ფასი ოთხ თვეში გაორმაგდა.
გაძვირებას, კრიპტოვალუტის მიმართ ETF ფონდების მხრიდან ინტერესის ზრდა განაპირობებს.
რაც შეეხება მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა ეთერიუმს, მისი ფასი გაიზარდა 3,2%-ით და $3,353-ს მიაღწია. ეთერიუმის ღირებულება თებერვალში 47%-ით არის გაზრდილი.