2023 წლის ივნისში, თბილისის საცხოვრებელი სახლების ფასები (აშშ დოლარში) ყველაზე მეტად დეველოპერების მიერ გაყიდულ პროექტებში გაიზარდა.
პირველად ბაზარზე წინა წლის ივნისთან შედარებით, ფასებმა საშუალოდ 28%-ით მოიმატა, რაც მეორად ბაზარზე ფასების ზრდის მოლოდინებს ქმნის,- ასეთია Galt&Taggart-ის ეკონომისტების შეფასება.
უძრავი ქონების ფასები პირველად ბაზარზე (დეველოპერებისგან) უბნების მიხედვით, აშშ დოლარი/მ2
უძრავი ქონება დედაქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში აგრძელებს ზრდას. ფასების ყველაზე დიდი წლიური ზრდა დაფიქსირდა დიდუბესა (+41%) და ნაძალადევში (+31.8%).
მთლიანობაში 2023 წლის ივნისში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების ფულად გამოსახულებაში, წლიურად 7.2%-ით გაიზარდა და $253.6 მლნ შეადგინა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა პირველად ბაზარზე დეველოპერების გაყიდვებს (+18.2 წ/წ) ჰქონდა.
2023 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, უძრავი ქონების გაყიდვებით უბნებს შორის ლიდერია საბურთალო, მეორე ადგილზე დიდი დიღომი, ხოლო მესამეზე სამგორია.
რაც შეეხება ქირას, 2023 წლის ივნისში, უძრავი ქონების ქირა კვლავ მაღალი დარჩა და წლიურად 43.3%-ით გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპს შემცირების ტენდენცია აქვს 2023 წლის აპრილიდან.