კომპანიამ KoBold-მა განაცხადა, რომ AI-ის გამოყენებით, ზამბიაში სპილენძის უზარმაზარი საბადო აღმოაჩინა.
KoBold Metals, მაინინგის სტარტაპია, რომელიც წიაღისეულის მოსაპოვებლად ხელოვნურ ინტელექტს(AI) იყენებს.
KoBold-ის ერთ-ერთი აქციონერია $2 მილიარდიანი ფონდი Breakthrough Energy Ventures, რომლის ინვესტორები ბილ გეითსი და ჯეფ ბეზოსი ხელმძღვანელობენ.
Breakthrough Energy Ventures კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებული ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც ბილ გეიტსმა 2015 წელს შექმნა.
კომპანია ზამბიაში წიაღისეულის საძიებო სამუშაოებს ერთ წელზე მეტია აწარმოებს.
წინასწარი გათვლებით, საბადოს 400 ათას ტონაზე მეტი სპილენძის პოტენციალი აქვს.
KoBold იყენებს ხელოვნურ ინტელექტის ტექნოლოგიას ბურღვის მონაცემების დასამუშავებლად და სპილენძისა და კობალტის საძიებო სამუშაოების ოპტიმიზაციისთვის.
ცნობისთვის, ზამბია აფრიკის სიდიდით მეორე სპილენძის მწარმოებელია.