ბელგია უკრაინას €92 მილიონს გადასცემს მის მიერ გაყინული რუსული აქტივებიდან.
„ამ თანხის ნახევარი, €46 მილიონი, განკუთვნილია სამხედრო დახმარებისთვის, რაც მოიცავს ჯავშანტექნიკის, იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას“, – ნათქვამია ბელგიის მთავრობის განცხადებაში.
თანხის მეორე ნახევარი, რომელსაც ბრიუსელი კიევს გამოუყოფს, მოხმარდება უკრაინის მოსახლეობის ფინანსურ მხარდაჭერასა და ომში მყოფ ქვეყანაში ბელგიის დიპლომატიური წარმომადგენლობის გაძლიერებას.