Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა გადაუსწრო ბერნარ არნოს, LVMH-ის (Louis Vuitton, Christian Dior) ხელმძღვანელს და მეორე ადგილი დაიკავა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში.
ბეზოსის ქონება, Amazon-ის აქციების გაძვირების შედეგად, წელს $49,3 მილიარდით გაიზარდა და $156 მილიარდს მიაღწია.
არნომ კი 2023 წელს $6,95 მილიარდი დაკარგა და ახლა კი მისი ქონება $155 მილიარდად არის შეფასებული.
რეიტინგში პირველი ისევ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკია. ის ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომლის ქონებაც $200 მილიარდს აჭარბებს.
წლის დასაწყისიდან რეიტინგში შესული 52 წლის ბიზნესმენი $96,8 მილიარდით გამდიდრდა.
Tesla-ს აქციები წლის დასაწყისიდან 106%-ით გაძვირდა, Amazon-ის აქციების ფასი 58%-ით გაიზარდა, LVMH-ის კაპიტალიზაცია კი 2,1%-ით შემცირდა.