საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბრის ბოლოსათვის საბანკო სექტორში 50.42 მლრდ ლარის არასაბანკო დეპოზიტია განთავსებული, რაც 1.17%-ით (581.85 მლნ ლარი) მეტია წინა თვის მაჩვენებელზე.
ტრადიციულად, ბანკებში უფრო მეტად – 554.05 მლნ ლარით, ანუ 1.86%-ით გაიზარდა მოთხოვნამდე დეპოზიტები.
ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტების მოცულობამ 27.80 მლნ ლარით – 0.14%-ით მოიმატა.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.25%, ხოლო რეზიდენტების დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.2% შეადგინა.
სარგებელი ანაბრებზე
ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე კომერციული ბანკების საშუალო სარგებელი 10,93%-ს შეადგენს. ხოლო უცხოურ ვალუტაში საშუალო განაკვეთი 1,68%-ია.
ბანკები ყველაზე მაღალ პროცენტს – წლიურ 11,82%-ს ლარში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე იხდიან.
ყველაზე დაბალი სარგებელი – 9,18% მოთხოვნამდე დეპოზიტებზეა.
მიმდინარე ანგარიშზე განთავსებულ თანხებს 10,24% ერიცხება.