ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის იანვრის ბოლოსათვის 50.68 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 72.08 მლნ ლარით, ანუ 0.14%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.47%-ით მეტი).
იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 1.95 მლრდ ლარით, ანუ 10.08%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 10.33%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.88 მლრდ ლარით, ანუ 6.02%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 5.64%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის იანვრის ბოლოსათვის 50.22% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.95%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.78 პროცენტული პუნქტით).
იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.10% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.60%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.05%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.68%, ხოლო ევროს წილმა 19.68% შეადგინა.