თბილისის დროით 12:20 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.8398 ლარად ივაჭრება. სებ-ის მიერ 7 ივნისს დადგენილი ოფიციალური კურსით კი ერთი დოლარის ღირებულება 2.8247 ლარია.
კომერციულ ბანკებში, ამ დროისთვის დოლარის ღირებულება 2.7850-დან 2.9200 ლარამდე მერყეობს.
უფრო დეტალურად:
„საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.8900 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.7900 ლარად შეეძლებათ.
„თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა – 2.7900 ლარად.
„ხალიკ ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2.8750 ლარია, მის გაყიდვას კი მოქალაქეები 2.8150 ლარად შეძლებენ.
2.9300 ლარი ღირს 1 დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, მისი გაყიდვა კი მოქალაქეებს 2.7300 ლარად შეეძლებადთ.
„ბაზისბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 2.8700 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა – 2.7900 ლარად.