კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) თებერვალში 41.2 მლნ ლარით, 67.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად საბანკო სექტორის აქტივებმა წლიურად თითქმის 10%-იანი ზრდა აჩვენა. 01.03.2022 წელს მათი აქტივები 61.7 მლრდ ლარს შეადგენდა.
საქართველოს საბანკო ბაზარზე ამჟამად, 15 კომერციული ბანკია. მათგან 2 ბანკი – ქართუ და ციფრული ბანკი პეისერა-საქართველო ქართული კაპიტალით არის შექმნილი, ხოლო 13 ბანკი – უცხოური საწესდებო კაპიტალით.
მკვეთრად გამოხატული ლიდერის პოზიციას კვლავაც 2 ბანკი – თიბისი და საქართველოს ბანკი იკავებენ. მათი წილი მთლიან აქტივებში 76,5%-ს აღემატება.
ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით (მლრდ.ლარი):
ბანკი 01.03.2023 01.03.2022 წილი
თიბისი 26.082 23.203 38,5%
საქ.ბანკი 25.773 23.012 38.02%
ლიბერთი 3.622 2.960 5.34%
ბაზისბანკი 3.036 1.972 4.5%
კრედო 2.230 1.762 3.3%
პროკრედიტი 1.646 1.835 2. 4%