ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით, საქართველოში მოქმედი 15 ბანკის საერთო მოგებამ 2023 წლის 6 თვეში 1,25 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 422 მილიონი ლარით, ანუ 50%-ით არის გაზრდილი.
ყველაზე მეტი მოგება კომერციულმა ბანკებმა გაცემული კრედიტებიდან მიიღეს.
- კრედიტებზე გადახდილი პროცენტის სახით, ჯამურად, 2.7 მილიარდი ლარის შემოსავალი აქვთ, რაც 17%-ით მეტია შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ბანკებმა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან 1.6 მილიარდი ლარი, ხოლო იურიდიული პირების სესხებიდან 1.1 მილიარდი ლარი მიიღეს.
- არასაპროცენტო შემოსავლები 962 მილიონი ლარს შეადგენს, ზრდა 36%-ია.
- საკომისიოების სახით 307,2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით გაზრდილია;
- ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან – 307 მილიონი ლარი,
- ჯარიმები/საურავების სახით –42 მილიონი ლარი.
ბანკებს ყველაზე დიდი ხარჯი დეპოზიტებზე გაცემული სარგებლის სახით აქვთ. სულ ჯამურად, მეანაბრეებს პროცენტის სახით 2.7 მილიარდი ლარი გადაუხადეს საიდანაც 981 მილიონი ლარი დეპოზიტებზე დარიცხული პროცენტი იყო.
ბანკებს მოზიდულ სესხებზე 434 მილიონი ლარი აქვთ გადახდილი.