საქართველოში მოქმედმა ბანკებმა ივლისში 48,35 მილიარდ ლარამდე კრედიტი გასცეს, რაც 550 მილიონი ლარით გაზრდილია წინა თვესთან შედარებით. ხოლო 1-წლიან პერიოდში ზრდა 575 მილიონი ლარია.
აქედან, ლარში გაცემულია 26,4 მილიარდის სესხი. ხოლო უცხოური ვალუტით – 22 მილიარდ ლარამდე.
ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაცილებით მეტად არის გაზრდილი – 365 მილიონი ლარით, ხოლო ეროვნულ ვალუტაში – 100 მილიონით.
მთლიანი პორტფელის დოლარიზაცია 45.5%-ია