ეროვნული ბანკის მონაცემები აჩვენებს, რომ 2024 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, კომერციული ბანკებმა ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები შეამცირეს.
მარტში ბანკების მიერ ვადიან დეპოზიტებზე დარიცხულმა საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 7.25% შეადგინა, თებერვალში აღნიშნული განაკვეთი 7,51%-ს შეადგენდა. როგორც ჩანს, კლება საშუალოდ 0,26%-ია.
აღსანიშნავია, რომ უფრო მეტად შემცირდა ლარის ანაბრებზე დარიცხული სარგებელი, უცხოურ ვალუტასთან შედარებით.
მარტის თვეში ეროვნული ვალუტით განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე დარიცხული წლიური სარგებელი 9.56%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.97% იყო.
თებერვალში ეს მაჩვენებელი შესაბამისად, 10.08%-ს და 1.99%-ს შეადგენდა.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში გაზრდილია აშშ დოლარის წილი და 78.67%-ს(თებერვალში 78.58%) შეადგენს, ხოლო ევროს წილმა დაიკლო და 19.60%(19.86%) შეადგინა.
სულ საბანკო ანგარიშებზე მარტის ბოლოსთვის საბანკო დეპოზიტების მოცულობამ 51.81 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.31 მლრდ ლარით, ანუ 2.60%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.