როგორც ეროვნული ბანკის მაისის თვის სტატისტიკამ აჩვენა, საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგება 2 თვეში (აპრილი-მაისი) წლიურად თითქმის 50%-მდე გაიზარდა და 01.06.2023-ის მდგომარეობით, 1,005 მლრდ ლარს მიაღწია.
მოგება გაეზარდა საბანკო ბაზრის ორ ლიდერს – საქართველოს ბანკს და თიბისის, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო იმატებს მათი საბაზრო წილიც.
ორი ყველაზე დიდი ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიანი მოგების 86%-ს შეადგენს.
აპრილ-მაისში ყველაზე მაღალი ზრდა თურქულ იშ ბანკს დაუფიქსირდა. ბანკის მოგება თითქმის გაორმაგდა.
1-ელი ივნისის მდგომარეობით, ზარალზეა 3 ბანკი – სილქ ბანკი (-1.7 მლნ), ციფრული ბანკი პეისერა (-0.447 მლნ) და პაშა ბანკი (-0.8 მლნ). სანქცირებულ ვითიბის 6 მლნ ლარამდე მოგება უფიქსირდება.
კომერციული ბანკების რეიტინგი 1-ელი ივნისისთვის არსებული მოგების და აპრილ-მაისში მიღებული მოგების მიხედვით:
-
საქართველოს ბანკი – 496,466 მლნ.ლარი (+216,4 მლნ. ლარი)
-
თიბისი ბანკი – 372,348 მლნ.ლარი (+171, 148 მლნ. ლარი)
-
ლიბერთი ბანკი – 25.893 მლნ.ლარი (+6,5 მლნ. ლარი)
-
ბაზისბანკი – 20,550 მლნ. ლარი (+8,85 მლნ. ლარი)
-
პროკრედიტ ბანკი – 19,775 მლნ. ლარი (+9,3 მლნ. ლარი)
-
კრედო – 19,061 მლნ. ლარი (+3,86 მლნ ლარი)
-
ქართუ – 12,252 მლნ. ლარი (+6,7 მლნ. ლარი)
-
ტერა ბანკი – 12,030 მლნ. ლარი (+3,73 მლნ. ლარი)