კომერციულ ბანკებს უკმაყოფილო მომხმარებელთა რაოდენობა შეუმცირდათ, ან ისინი ზედამხედველთან აღარ ჩივიან.
ეროვნული ბანკის ნოემბრის თვის სტატისტიკით, რეგულატორმა ბანკებით უკმაყოფილო კლიენტების 2 054 პრეტენზია მიიღო. სექტემბერთან შედარებით კლება 250-ზე მეტია (09/2024 – 2 306). ხოლო თვის ჭრილში უჩვეულო სხვაობაა. ოქტომბრის საჩივრები 2900-ს აღემატება (10/2024 –2.908). ასეთი დიდი ზრდა შესაძლოა, უკავშირდებოდეს განხილვის პროცესის ხანგრძლივობას ან სხვა პროცედურულ საკითხებს. ან სებ-მა ვერ მოიცალა განხილვისთვის და სექტემბრის განაცხადებიც ოქტომბერში განიხილა.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, ამ მხრივ, საჩივრებში დიდი ცვლილება არ არის. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულ ბანკში 2 072 საჩივარია შესული. წინა წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ნოემბერი ყველაზე პასიური თვეა.
სებ-ის სტატისტიკით, მომხმარებლის ყველაზე მეტი – 1 274, მთლიანი პრეტენზიების 62% მიმდინარე ანგარიშის/სადებეტო ბარათების მომსახურებას უკავშირდება. II პოზიციაზეა მსესხებლის პრეტენზიები, რომელიც სამომხმარებლო კრედიტების პირობებს უჩივიან.
ნოემბრის 2 054 პრეტენზიიდან 1 000 -ზე მეტი ბანკებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, 398-ზე საჩივარზე მომჩივან კლიენტს პასუხი დაუბრუნდა, საკითხის შესწავლის და რეაგირების შემდეგ. 648 პრეტენზიაა განხილვის პროცესშია. დასრულებულ 5 პროცესზე, რომლებიც საფუძვლიანადაა მიჩნეული, პრობლემა ჯერ არ გამოსწორებულა.