მომხმარებლების მიერ ბანკების მიმართ არსებული პრეტენზიების თითქმის მეოთხედი კრედიტებს ეხება.
დეკემბერში სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში 571 განაცხადი შევიდა, 145-მა მომხმარებელმა კი უკმაყოფილება საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით დააფიქსირა.
სებ-ის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში მათ 2 571 განაცხადით მიმართეს მომხმარებლებმა, რომლებსაც ბანკების მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ.
ეს მაჩვენებელი 20%-ით მეტია ნოემბერში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობაზე.
ყველაზე მეტი პრეტენზია -1 255 განაცხადი – მომხმარებლებს ბანკებთან მიმდინარე ანგარიშთან და სადებეტო ბარათებთან დაკავშირებით ჰქონდათ.
109 განაცხადში მათ უკმაყოფილება ინტერნეტბანკთან დაკავშირებით გამოთქვეს.
საანალიზო პერიოდში ბანკებმა განხილვა დაასრულეს და პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს 1 068 განაცხადზე. კომერციულმა ბანკებმა კლიენტების პრეტენზია საფუძვლიანად 543 შემთხვევაში ცნეს. განხილვის პროცესშია 946 პრეტენზია.
14 განაცხადის განხილვა დასრულებულია. ისინი სებ-მა საფუძვლიანად ჩათვალა, თუმცა პრობლემა ბანკების მხრიდან არ არის აღმოფხვრილი.