კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 1.60 მლრდ ლარით (3.50%-ით) გაიზარდა და ივნისის ბოლოს 47.33 მლრდ ლარი შეადგინა.
სესხების შესახებ განახლებულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქცეყნებს.
აქედან, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 633.62 მლნ ლარით (2.50%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული 968.12 მლნ ლარით (4.74%-ით) გაიზარდა.