ბანკების აქტივების ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) თანაფარდობა გაზრდილია. აღნიშნული კოეფიციენტი დეკემბრის მდგომარეობით,105.7%-ს შეადგენს.
წინა თვეებთან შედარებით 0.5%პ-ით მომატებულია დეპოზიტების მშპ-თან თანაფარდობის კოეფიციენტიც. ანაბრების შეფარდება მშპ-თან 66.8%-ია, ხოლო სესხების შემთხვევაში – 69%-მდეა გაზრდილი(+0.6%პ-ით).
წლის დასაწყისიდან ზრდაა, როგორც საბანკო დეპოზიტების, ასევე სესხების (01.01.2024 – 63%; 65.6%) მიმართულებით, რაც ეკონომიკის პროდუქტიულობის გაზრდით არის განპირობებული. სექტორის 11 თვის ანგარიშით, ბანკების აქტივები 93.8 მლრდ ლარს შეადგენს. მთლიანი სესხების მოცულობა ₾61.7 მლრდ-ს ლარამდეა გაზრდილი, დეპოზიტები კი ₾57.9 მლრდ-მდე.
ეროვნული ბანკი კოეფიციენტების განსაზღვრისას ბოლო 4 კვარტლის მშპ-ს მონაცემით (89.1 მლრდ) ხელმძღვანელობს.