Galt&Taggart-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბაკურიანსა და გუდაურში 2023 წლის მე-3 კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უძრავი ქონების გაყიდვებმა მოიმატა. თუმცა, შემცირებულია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა გაყიდვები რეკორდული იყო.
საცხოვრებელი უძრავი ქონება ბაკურიანში
2023 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში 233 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 34.9%-იანი კლებაა (2022 წლის მე-3 კვარტლის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო), ხოლო კვარტალურად 11.5%-იანი ზრდა.
2023 წლის 9 თვეში, ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე და საშუალო ზომის ბინებმა (26-80 მ2) მთლიანი გაყიდვების 95.5% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($801-1,200).
ბაკურიანში ამჟამად სულ 19 დეველოპერული პროექტი მიმდინარეობს და მათი უმეტესობა (9 პროექტი) კოხტას მთის მიმდებარედ მდებარეობს.
გაყიდული ბინების რაოდენობა ბაკურიანსა და გუდაურში
ბინების ფასი ბაკურიანში
2023 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 5%-ით გაიზარდა და ის $980 -მდეა.
ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ $10.2 მლნ შეადგინა, რაც წლიურად 32.2%-იანი კლებაა (2022 წლის მე-3 კვარტლის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო), ხოლო კვარტალურად 13.5%-იანი ზრდა.
საცხოვრებელი უძრავი ქონება გუდაურში
2023 წლის მე-3 კვარტალში გუდაურში 98 ბინა გაიყიდა რაც წლიურად 14.8%-იანი კლებაა, ხოლო კვარტალურად – 30.7%-იანი ზრდა. 2023 წლის 9 თვეში, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 87% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმსა და ბაკურიანთან შედარებით, მთლიან გაყიდვებში მცირე ზომის ბინების ყველაზე მაღალი წილი გუდაურს აქვს. ამასთანავე, გაყიდული ბინების ნახევარზე მეტი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო ($1,201-1,800).
ბინების ფასი გუდაურში
გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 2.8%-ით გაიზარდა და $1294 შეადგენს. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ $4.8 მლნ შეადგინა, რაც წლიურად 6.6%-იანი კლებაა, ხოლო კვარტალურად – 19.9%-იანი ზრდა.
უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასები აშშ დოლარი/მ2