Galt&Taggart-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2023 წლის მე-2 კვარტალში ბაკურიანში ბინების გაყიდვები წლიურად 10%-ით, ხოლო წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 10.7%-ით არის შემცირებული.
2023 წლის მე-2 კვარტალში ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ $8.3 მილიონი შეადგინა, რაც წლიური 19.1%-იანი და კვარტალური 24.2%-იანი შემცირებაა.
სულ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბაკურიანში 209 ბინაა გაყიდული.
2023 წლის პირველ ნახევარში მცირე და საშუალო ზომის ბინებმა (26-80 მ2 ) ბაზრის 96% შეადგინა.
ამასთანავე, გაყიდული ბინების უმეტესი ნაწილი იყო საშუალო ფასის სეგმენტიდან ($801-$1,200).
2023 წლის მე-2 კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილმა ფასმა $1,112 შეადგინა, რაც წლიური 0.9%-იანი ზრდაა.