აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა რეზოლუცია, რომელიც რუსეთთან დაკავშირებულ გემებს ამერიკულ პორტებში შესვლას უკრძალავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იტყობინება.
როგორც ცნობილია, 2022 წლის 21 აპრილს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის განკარგულებით, რუსეთთან დაკავშირებულ გემებს აეკრძალათ ამერიკულ პორტებში შესვლა. აკრძალვა ვრცელდება რუსეთში რეგისტრირებულ გემებზე (ანუ გემებზე, რომლებიც ცურავენ რუსეთის დროშით), რომლებსაც ფლობენ რუსული კომპანიები ან მოქალაქეები და გემებს, რომლებიც მათი პასუხისმგებლობის ქვეშ ოპერირებენ.
გამონაკლისის სახით, აკრძალვა არ შეეხება გემებს, რომლებიც გამოიყენება ბირთვული მასალების გადასაზიდად. აგრეთვე, რომლებიც ითხოვენ აშშ-ს პორტებში შესვლას ფორსმაჟორული გარემოებების გამო(ეკიპაჟის ცვლილებებისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის ან სხვა ჰუმანიტარული საჭიროებისთვის).