შეერთებულ შტატებში Uber-ის ტაქსის მძღოლები და კურიერები ვალენტინობას გაფიცვას აწყობენ.
Uber Technologies-ის და DoorDash-ის მძღოლები ანაზღაურებას და სხვა სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ამის შესახებ RTTNews წერს.
ასევე კოალიცია Justice For App Workers, რომელიც100 ათასზე მეტ მძღოლსა და მიწოდების სერვისის თანამშრომელს აერთიანებს, საპროტესტო აქციებს აეროპორტებში გეგმავს.
„დავიღალეთ კვირაში 80 საათის მუშაობით, მხოლოდ იმისთვის, რომ თავი გავიტანოთ. დავიღალეთ გამუდმებული ფიქრით ჩვენს უსაფრთხოებაზე და იმის ფიქრით, რომ ღილაკის დაჭერით შეიძლება გამოგვრთოთ…14 თებერვალს არ მივალთ აეროპორტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
Rideshare Drivers United, Lyft-ისა და Uber-ის მძღოლების ასოციაცია გამორთავს თავის აპებს, რათა ზამთრის პერიოდში ანაზღაურების კლება გააპროტესტოს.
სერვისის მძღოლები დიდი ხანია ჩივიან, რომ პლატფორმები ძალიან მაღალ საკომისიოს აწესებენ.
ცნობისთვის, აშშ-ის კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალურ ხელფასი და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება არ ვრცელდება ასეთ პირებზე, ვინც დამოუკიდებელ კონტრაქტორებად მუშაობენ.