დღეიდან ძალაში შედის 200%-იანი ტარიფი აშშ-ში რუსული წარმოშობის ალუმინის იმპორტზე.
აშშ-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გადასახადის გაზრდა ამერიკულ ალუმინის მწარმოებლებს დაეხმარება გაუმკლავდნენ რუსულ კომპანიებს, რომლებსაც ამერიკულ ბაზარზე დემპინგური ფასები აქვთ.
უკრაინის ომის გამო შარშან შემოღებული სანქციები რუსულ ალუმინს და მის მწარმოებელ კომპანია Rusal-ს არ შეხებია. აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსული ალუმინის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში განიხილა. თუმცა, მსოფლიო ბაზარზე ლითონის მიწოდების პრობლემების შექმნის შიშით, უკან დაიხია.
2022 წლის მარტიდან ივლისამდე აშშ-ში რუსული ალუმინის იმპორტი 53%-ით გაიზარდა. აშშ-ის ბაზარი ზედმეტად დამოკიდებული გახდა რუსულ ალუმინზე, რამაც შექმნა საფრთხე აშშ-ის ალუმინის ინდუსტრიისთვის.
Rusal მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ალუმინის მწარმოებელია ჩინეთის შემდეგ და გლობალური ბაზრის დაახლოებით 6% უკავია.
გასულ წელს Rusal შემოსავლის 4,6%(6,2% ერთი წლით ადრე) აშშ-ის ბაზრიდან ჰქონდა. რუსეთიდან იმპორტირებული ალუმინი აშშ-ის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.
რუსული ალუმინის წინააღმდეგ შეზღუდვის ერთ-ერთი ლობისტი ამერიკული Alcoa იყო. Alcoa ადრეც ცდილობდა რუსული ლითონის ამოღებას LME-ის (ლონდონის მეტალის ბირჟა) ჩამონათვალიდან.
Bloomberg ვარაუდობს, რომ ასეთი მაღალი ტარიფი ფაქტობრივად შეაჩერებს რუსეთიდან ლითონის იმპორტს შეერთებულ შტატებში.