შეერთებული შტატების ეკონომიკა გასული წლის ბოლო თვეებში მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო მაღალი საყოფაცხოვრებო და სამთავრობო ხარჯებით. 2023 წლის IV კვარტალში ეკონომიკური ზრდა 3,3% იყო.
ხოლო წლიურად ეკონომიკამ 2.5%-იანი ზარდა აჩვენა, 2022 წლის 1.9%-იანი ზრდის შემდეგ.
ქვეყანაში საფონდო ბირჟის ინდექსები გაიზარდა, საწვავის ფასები დაეცა, ხოლო უმუშევრობა დაბალია.
ეკონომიკამ მოსალოდნელზე მაღალი მდგრადობა აჩვენა იმ პირობებშიც, როცა აშშ-ის ფედერალური რეზერვი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს.
„ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა 2024 წლისთვისაც ძალიან პოზიტიურად გამოიყურება”, – აღნიშნა Fitch Ratings-ის აშშ-ის რეგიონული ეკონომიკის ხელმძღვანელმა ოლუ სონოლამ.
ეკონომიკური ზრდის მაღალმა მაჩვენებელმა შექმნა მოლოდინი, რომ ფედერალურმა რეზერვმა, შესაძლოა განაკვეთების შემცირება დაიწყოს.