აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მაისში უმნიშვნელოდ გაიზარდა (0.1%-ით აპრილთან შედარებით), ხოლო ინფლაციის წლიური ზრდა 4% იყო – ყველაზე მცირე ბოლო ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
თუმცა, ძირითად საქონელსა და მომსახურებაზე ფასებმა მაისში მაინც საკმაოდ მოიმატა. ეს აძლიერებს მოლოდინს, რომ საპროცენტო განაკვეთებს უცვლელად დატოვებს შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი (FED), რომელიც დღეს, 14 ივნისს უნდა შეიკრიბოს.
ფასები შემცირდა ენერგოპროდუქტებზე, მათ შორის ბენზინსა (5,6%-ით დაეცა) და ელექტროენერგიაზე. ავიაბილეთების ფასი 3%-ით დაეცა.
სამაგიეროდ, ქირის ფასი რჩება მაღალი, ხოლო მეორადი ავტომობილების ფასები კიდევ უფრო გაიზარდა – 4.4%-ით.
სურსათზე ფასები უცვლელი იყო ორი თვის განმავლობაში და წინა თვეში 0,2%-ით გაიზარდა. ხილი და ბოსტნეული, უალკოჰოლო სასმელები და სხვა საკვები პროდუქტები გაძვირდა. თუმცა, ხორცი და თევზი გაიაფდა, კვერცხის ფასი კი 13,8%-ით დაეცა.
ფასების ზრდა დაფიქსირდა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ქიმწმენდა, თმის შეჭრა და ტრანსპორტირება,
აშშ-ში ინფლაციამ პიკს 2022 წლის ივნისში მიაღწია, როცა ის 9.1%-იან ნიშნულზე იყო.