შეერთებულ შტატებში ინფლაცია ნოემბერში 0.1%-ით, 3.1%-მდე გაიზარდა.
ფასების ზრდა მოულოდნელი იყო, რაც ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას მომავალი წლის დასაწყისში ნაკლებად სავარაუდოს ხდის.
ნოემბერში ბენზინის ფასის კლება (6%-ით) ქირის გაძვირებამ გადაფარა.
აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მონაცემებმა ასევე აჩვენა, რომ ხუთთვიანი შემცირების შემდეგ წინა თვეში მეორადი და სატვირთო მანქანების ფასები გაიზარდა.
ამერიკელებმა ასევე, მეტი გადაიხადეს ჯანდაცვასა და ავტომობილების დაზღვევაში.
ბენზინი გაიაფდა, მაგრამ ბუნებრივი აირი უფრო ძვირი ღირდა, ისევე როგორც ელექტროენერგია.
სურსათზე ფასები 0.2%-ით გაიზარდა, 0.1%-ით მოიმატა მარცვლეულსა და პურპროდუქტებზე. ასევე, გაძვირდა ხილი და ბოსტნეული. ხოლო ხორცი, თევზი და კვერცხი გაიაფდა.
ავეჯის, კომუნიკაციის, დასვენების, ავიაბილეთების ღირებულება შემცირდა. 1,3%-ით დაიკლო ახალი სატრანსპორტო საშუალებების ფასებმა. 1.3%-ით გაიაფდა ტანსაცმელიც.
აშშ-ში სამუშაო ადგილები ნოემბერში გაიზარდა და უმუშევრობის დონე 3.7%-მდე დაეცა.