სექტემბერში აშშ-ში ინფლაცია 2,4%-მდე დაეცა. ის შემცირებულია აგვისტოში დაფიქსირებულ 2.5%-იან მაჩვენებელთან შედარებით.
ზედიზედ მეექვსე თვეა, რაც აშშ-ში ფასების წლიური ზრდის ტემპი იკლებს.
თუმცა, სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებელი იმაზე ოდნავ მაღალია, ვიდრე ამას ბაზარი ელოდა. ინფლაციაში ყველაზე დიდი წვლილი სურსათის გაძვირებამ შეიტანა. სურსათის ფასებმა 0,4%-ით მოიმატა. ხოლო ბენზინი 4.1%-ით დაეცა.
მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მეოთხედი პროცენტის შემცირების ალბათობა გაიზარდა. ფედერალური რეზერვი პროცენტის შემცირებაზე ნოემბრის სხდომაზე იმსჯელებს.