აშშ-ში სამომხმარებლო ფასები აპრილში წლიურად 4,9%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 2 წლის მინიმალური მაჩვენებელია. ხოლო წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი აპრილში 0,4%-ით გაიზარდა (მარტში ზრდა 0,1%-ით იყო).
ენერგომატარებლებზე ფასები გასულ თვეში 5,1%-ით დაეცა, ხოლო სურსათზე აპრილში ფასები გაიზარდა 7,7%-ით. მარტში ზრდა 8,5% იყო.
აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი 2%-ია.
სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, ფედერალური რეზერვი ინფლაციის დონეს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება.