მარტში სამომხმარებლო ფასები შეერთებულ შტატებში გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 3,5%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალია 2023 წლის სექტემბრის შემდეგ.
ეს აღემატება თებერვლის მაჩვენებელს, როცა წლიური ინფლაცია 3.2%-ის ნიშნულზე დაფიქსირდა.
ენერგორესურსებზე ფასები გასულ თვეში 2023 წლის თებერვლის შემდეგ პირველად გაიზარდა და წლიური 2.1% შეადგინა. მათ შორის, ბენზინის ფასი 1,3%-ით გაიზარდა.
თებერვალში ენერგოსექტორში ფასებმა 1.9%-იანი შემცირება აჩვენა.
სურსათის ფასები 2.2%-ზე შენარჩუნდა, უძრავი ქონების- 5.7%-ზე. ახალ მანქანებზე ფასები 0,1%-ით შემცირდა, წინა თვეში 0,4%-იანი ზრდის შემდეგ, ხოლო მეორად ავტომანქანებზე – 2,2%-ით დაიკლო(-1,8% თებერვალში).
სამედიცინო პროდუქციის ღირებულება გაიზარდა 2.5%-ით (+2.9%), ტანსაცმელი – 0.4%-ით (უცვლელი), სატრანსპორტო მომსახურება – 10.7%-ით (+9.9%).
ინფლაციის ახალ მონაცემი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება აშშ-ის ფედერალური რეზერვისთვის(FED) მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. FED-ის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2%-ია.
FED-ის შემდეგი სხდომა 30 აპრილიდან 1 მაისამდე გაიმართება.