აშშ-ში ივლისში ისევ დაფიქსირდა ინფლაციის ზრდა. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყანაში ინფლაცია იკლებდა, იმის მიუხედავად, რომ ფედერალური რეზერვი ამ პერიოდში მონეტარულ პოლიტიკას მუდმივად ამკაცრებდა.
ივლისში სამომხმარებლო საქონლის საერთო ღირებულებამ 3.2%-ით მოიმატა 2022 წლის ივლისთან შედარებით (ივნისში 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა).
გასული თვეში ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები 22 წლის რეკორდულ მაჩვენებლამდე გაზარდა.
ფედერალური რეზერვის მიზანია აშშ-ში ინფლაცია 2%-ზე ქვემოთ შეინარჩუნოს, რაც სამომავლოდ განაკვეთის კიდევ უფრო მომატების მოლოდინს ქმნის (მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ).
ფედერალური რეზერვის საბჭო აგვისტოში არ შეიკრიბება; მათი შემდეგი შეხვედრა 20 სექტემბერს არის დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, ფასების ინდექსის მორიგი ანგარიშის გამოქვეყნდება მოესწრება.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი უახლეს შეფასებაში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად აფასებს და მიმდინარე წელს მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს.
თუმცა, ბევრ ინვესტორს მომავალი წლისთვის რეცესიის მოლოდინი აქვს, რაც, მათი შეფასებით, ნაწილობრივ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებით იქნება გამოწვეული.