2024 წლის იანვარ-მარტში აშშ-ში ქართული პროდუქციის ექსპორტი 104.7%-ით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, წელს სამ თვეში ამერიკაში $27.826 მლნ-ს პროდუქცია გავიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტმა $13.590 მლნ შეადგინა. მიუხედავად ასეთი ზრდისა, ამერიკის წილი მთლიან ადგილობრივ ექსპორტში მხოლოდ 4.6%-ს შეადგენს.
პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ფეროშენადნობების (124%), ხილისა და ბოსტნეულის წვენების (96%) ექსპორტი გაიზარდა. თუმცა ხუთეულში აღმოჩნდა ისეთი პროდუქტებიც, რომლის ამერიკაში ექსპორტი გასულ წელს საერთოდ არ განხორციელებულა.
გთავაზობთ, ტოპ-5 პროდუქტს, რომელიც წელს სამ თვეში აშშ-ში ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა:
- ფეროშენადნობები – $19.615 მლნ (2023 წლის 3 თვე – $8.755 მლნ)
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები – $1.517 მლნ (2023 წლის 3 თვე – $774.8 ათასი)
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან – $1.330 მლნ (2023 წლის 3 თვე – არ განხორციელებულა)
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – $1.099 მლნ (2023 წლის 3 თვე – $1.137 მლნ)
- წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები – $798 ათასი (2023 წლის 3 თვე – არ განხორციელებულა)
ცნობისათვის, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი წლიურად 21%-ით, $766.4 მლნ-დან $605.6 მლნ-მდე შემცირდა.