COVID-19-ზე სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნები, რომელიც შეერთებული შტატების მიერ საერთაშორისო მოგზაურებისა და ფედერალური თანამშრომლებისთვის იყო დაწესებული, 11 მაისს დასრულდება.
თებერვალში, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა მოთხოვნის გაუქმებას, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ უცხოელი საჰაერო მგზავრების უმეტესობა უნდა იყოს ვაქცინირებული.
გასული წლის ივნისში, ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა მოთხოვნა, რომ აშშ-ში საჰაერო გზით ჩასულ ადამიანებს COVID-ზე უარყოფითი ტესტი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ შეინარჩუნა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვაქცინაციის მოთხოვნები უცხოელი მოგზაურების უმეტესობისთვის.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ 12 მაისიდან ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს აღარ მოსთხოვენ არაამერიკელ მოგზაურებს, რომლებიც შედიან აშშ-ში სახმელეთო პორტებითა და ბორნებით შედიან.