აშშ-ის ეკონომიკა მეორე კვარტალში მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა, რადგან შრომის ბაზარზე სტაბილურობამ სტიმული მისცა სამომხმარებლო ხარჯების ზრდას. ხოლო ბიზნესებმა გაზარდეს ინვესტიციები აღჭურვილობაში და ააშენეს მეტი ქარხანა.
განსაკუთრებით გაიზარდა მოსახლეობის მიერ დასვენებასთან დაკავშირებული პროდუქციისა და სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვები. მათ მეტი დახარჯეს ისეთ სერვისებზე, როგორიცაა საცხოვრებლის და კომუნალური მომსახურება, ავია მოგზაურობა, ასევე, ავტომობილების მოვლა და შეკეთება.
ასევე, გაიზარდა დახარჯები ფინანსურ მომსახურებაზე, ძირითადად საინვესტიციო რჩევებსა და დაზღვევაზე.
წინა კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა ინფლაციაც.
ამის მიუხედავად, ოთხშაბათს Fed-მა პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით – 5,25%-დან 5,50%-მდე გაზარდა.
ეკონომისტების შეფასებით, რადგან ინფლაცია ეცემა, უმუშევრობის მაჩვენებელიც შედარებით დაბალია, რეცესიის თავიდან აცილება შესაძლებელია.
„მიუხედავად იმისა, რომ Fed-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკური ზრდის შენელების და ინფლაციის შეჩერებისკენ არის მიმართული, რეცესია არ ჩანს“, – თქვა სუნგ ვონ სონმა, Loyola Marymount უნივერსიტეტის ფინანსებისა და ეკონომიკის პროფესორმა.