გუშინ, 6 ივლისს, NBCnews-მა გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის უსაფრთხოების სტრუქტურების ყოფილმა თანამშრომლებმა საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს.
Sky News-მა დღეს გამოაქვეყნა სტატია, სადაც აშშ-ის მთავრობის ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არ მიუცია ნებართვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ჩინოვნიკებისთვის, საიდუმლოდ შეხვედროდნენ ლავროვს.
ამერიკულმა მედიამ დაწერა, რომ აშშ-ის უშიშროების ყოფილ ჩინოვნიკთა ჯგუფმა რუსებთან სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობა. რამდენიმე საათიანი შეხვედრა აპრილში ნიუ-იორკში გაიმართა.
ახლა, როდესაც ინფორმაცია საჯარო გახდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უარყოფს, რომ ეს იყო ვაშინგტონის ინიციატივა.
„ბაიდენის ადმინისტრაციას ნებართვა არ გაუცია ამ დისკუსიებზე. და, როგორც არაერთხელ გვითქვამს, უკრაინის გარეშე საუბარი უკრაინაზე არ იქნება”, – განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის სპიკერმა.