შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა უკრაინას, შეწყვიტოს თავდასხმები რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე, იმის შიშით, რომ ამ დარტყმებმა შეიძლება ნავთობის ფასი გაზარდოს და მოსკოვის მხრიდან შურისძიების პროვოცირება მოახდინოს. ამის შესახებ Financial Times წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შიშობს, რომ უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე გავლენას მოახდენს მის საარჩევნო კამპანიაზე.
კიევში არაერთხელ მიიღეს გაფრთხილება ვაშინგტონისგან, თავი შეიკავონ ასეთი თავდასხმებისგან.
აშშ შიშობს, რომამ თავდასხმებს რუსეთმაც შეიძლება ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით უპასუხოს.
ეს განსაკუთრებით ეხება Caspian Pipeline Consortium (CPC) მილსადენს, რომელიც ნავთობს ყაზახეთიდან რუსეთის გავლით აწვდის გლობალურ ბაზარს.
ამ მილსადენს ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ExxonMobil და Chevron იყენებენ. 2022 წელს მოსკოვმა დროებით გადაკეტა ეს მილსადენი, რამაც ნავთობის მიწოდების შეფერხება გამოიწვია.
უკრაინელებმა წელს სულ მცირე ცხრაჯერ დაარტყეს ნავთობის რუსულ ტერმინალებს და საცავებს.
ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ასეთი თავდასხმები “დაუსჯელი არ დარჩება”.