აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა შეჩერებული კანონპროექტი, რომელიც ფედერალური მთავრობის მარტის თვემდე დაფინანსებას ითვალისწინებს და თავიდან აიცილებს მთავრობის ე.წ. შათდაუნს – ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერებას.
კანონპროექტი დასამტკიცებლად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაეგზავნება.
კანონპროექტმა 314 ხმა მიიღო. 108 წინააღმდეგი იყო, რომელთაგან 106 რესპუბლიკელი და ორი ოპოზიციაში მყოფი დემოკრატია.
შეთანხმებული ბიუჯეტი $1,66 ტრილიონია.
კონგრესს კანონპროექტების მიღება 19 იანვრამდე უნდა მოესწრო. წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიმე ძირითადი პროგრამა საჭირო თანხების გარეშე დარჩებოდა. თავდაცვის სამინისტროს კი დაფინანსება 2 თებერვალს ეწურება.
პროექტის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი $886 მილიარდს შეადგენს.
ახლა კონგრესს 12 კანონპროექტის მიღება სჭირდება, რომელიც მთლიანი 2024 წლის ბიუჯეტის მოცულობას განსაზღვრავს.
წლის სრული ბიუჯეტის დამტკიცებას კონგრესი ჯერჯერობით ვერ ახერხებს რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო. რესპუბლიკელები სოციალური ხარჯების შემცირებას მოითხოვენ.