შეერთებულმა შტატებმა რუსული კომპანიების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ გამოაცხადა.
ამჯერად სანქციები ამოქმედდება ექვსი რუსული კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან სამხედრო ინდუსტრიასთან, კერძოდ, სანავიგაციო სისტემების წარმოებასთან. ერთ-ერთი სანქცირებული რუსეთში ტიტანის უმსხვილესი მწარმოებელი VSMPO-Avisma-ია.
ამის შესახებ მითითებულია აშშ-ის ფინანსთა და ვაჭრობის სამინისტროს ოფიციალურ ანგარიშებში.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, განმეორებითი სანქციები დაუწესდა პერმში რეგისტრირებულ და ირანული თვითმფრინავების მწარმოებელთან ასოცირებულ STAR-ს. სანქცირებულების სიას დაემატა კომპანიები Lys Group, Logistic International Servis, Razrez polarny, Sky 17, Streloi, რომელთა ოფისები მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს.
აშშ-ის რუსული კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ ომში კრემლის შესუსტებას.