ინდოეთი აშშ-ს სთხოვს $26 მილიონს, რომელიც ინდურ ალმასის კომპანიებს ეკუთვნით და რომელიც გაყინულია სანქცირებულ რუსულ კომპანია Alrosa-სთან სავარაუდო სავაჭრო კავშირების გამო.
საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), აშშ-ის ხაზინის განყოფილებამ, რომლსაც სანქციებზე კონტროლი ევალება, თანხა წლის დასაწყისში გაყინა.
ეს OFAC-ის პირველი სადამსჯელო ღონისძიებაა ინდური კომპანიის მიმართ, რუსული ბიზნესის წინააღმდეგ დასავლური სანქციების ამოქმედების შემდეგ.
OFAC-მა გაყინა სახსრები, რომლის გადარიცხვასაც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული ინდური კომპანიების წარმომადგენლობები ცდილობდნენ რუსეთში ალმასების შესაძენად.
გაჩნდა ვარაუდი, რომ თანხა რუსული Alrosa-სთვის იყო განკუთვნილი.
ინდური ფირმები აცხადებენ, რომ ფული იმ რუსული კომპანიებისთვის იყო, რომლებიც სანქციების ქვეშ არ არიან და ასევე იმ შეკვეთებისთვის, რომლებიც Alrosa-ს სანქციების ამოქმედებამდე ჰქონდა შესრულებული.
ინდოეთს ბრილიანტის უდიდესი წარმოება აქვს. 2022 წელს ქვეყანამ $22 მილიარდზე მეტი ღირებულების დამუშავებული ბრილიანტი გაიტანა ექსპორტზე.
ინდოეთის ბრილიანტების ინდუსტრია უხეშ ბრილიანტებს ყიდულობს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბელგია და რუსეთი.