ჯანეტ იელენი დღეს ჩინეთში ჩადის, სადაც თავის ჩინელ კოლეგას შეხვდება.
ვიზიტის მიზანი ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების განხილვაა, რომელიც წელს რამდენიმე ინციდენტის გამო გაუარესდა.
იელენი შეხვდება ჩინეთის მთავრობის მაღალჩინოსნებსა და წამყვან ამერიკულ კომპანიებს. ის აპირებს, თავის ჩინელ კოლეგას უთხრას, რომ ვაშინგტონის მიერ თავისი უსაფრთხოების ინტერესების დაცვა „არ არის გამიზნული ჩინეთზე ეკონომიკური უპირატესობის მოსაპოვებლად“. ასევე, ეცდება დაარწმუნოს, რომ აშშ პეკინთან ჯანსაღი ეკონომიკური კავშირებისკენ მიისწრაფვის.
შეხვედრების დროს კლიმატის ცვლილებებსა და სავალო კრიზისის საკითხებზეც იქნება საუბარი.
ხაზინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ ელის „მნიშვნელოვან გარღვევას“ ამ პირველი ვიზიტისგან, მაგრამ იმედოვნებს, რომ ჩინეთთან კომუნიკაცია გაუმჯობესდება.