აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა(Fed) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ინფლაციის შემცირების მიუხედავად, უცვლელად დატოვა.
რეფინანსირების განაკვეთი კვლავაც 5,25%-5,50%-იან დიაპაზონში იქნება.
ფედერალური რეზერვი ვარაუდობს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება შესაძლოა დეკემბრის ბოლოსკენ დაიწყოს და მხოლოდ ერთი მეოთხედი პროცენტული პუნქტით დაიკლოს.
შეერთებულ შტატებში მაისში წლიური ინფლაციის დონე 3.3%-მდე შემცირდა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0.1%-ით ნაკლებია. Fed წლის ბოლოსთვის უფრო მაღალ 2.6%-იან ინფლაციას პროგნოზირებს, ადრე ნავარაუდევი 2.4%-ის ნაცვლად. ეს კი აღემატება ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს, რომელიც 2%-ს შეადგენს შესაბამისად Fed-ში მიიჩნიეს, რომ საჭიროა მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება ფასების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლის დასასრულებლად.