აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა (Fed) რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 5.25-5.5% დონეზე დატოვა. ეს 23 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.
მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გაგრძელების გადაწყვეტილება კომიტეტის წევრებმა ერთხმად მიიღეს და ის ეკონომისტების უმრავლესობის მოლოდინს დაემთხვა.
კომიტეტს მიაჩნია, რომ ინფლაციის რისკები შენარჩუნებულია, შესაბამისად, გაუმართლებელია განაკვეთების შემცირებას, სანამ ინფლაცია სამიზნე 2%-იან მაჩვენებელს არ დაუახლოვდება. შესაბამისად, უკვე ზედიზედ მეოთხე შეხვედრაა, Fed არ ცვლის პოლიტიკას.
„უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ეკონომიკური აქტივობა გაზრდილია. სამუშაო ადგილების ზრდა გასული წლის დასაწყისიდან შენელდა, მაგრამ მაღალი რჩება. უმუშევრობის დონე დაბალია. ხოლო ინფლაციამ არასაკმარისად დაიკლო”, – ნათქვამია Fed-ის ანგარიშში.
Fed-ის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, ამერიკის საფონდო ბირჟების ინდექსები შემცირდა.