როგორც მოსალოდნელი იყო, შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რეფინანსირების განაკვეთი 5-5,25%-ის ნიშნულზე შენარჩუნდა.
გადაწყვეტილება განაპირობა აშშ-ში წლიური ინფლაციის 4%-მდე შემცირებამ, რაც ბოლო ორი წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გარდა ამისა, შენელებულია ეკონომიკური აქტივობა. აშშ-ში სამუშაო ადგილების რაოდენობა ბოლო თვეების განმავლობაში გაიზრდა, ხოლო უმუშევრობის დონე შემცირდა. ინფლაცია კი 4%-მდე კლების მიუხედავად, მაინც მაღალი რჩება.
ფედერალური რეზერვი სამიზნე მაჩვენებლად 2%-იანი ინფლაციას მიღწევას მიიჩნევს, ამიტომ საპროცენტო განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება ამ მიზნის მისაღწევად დატოვა.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ინფლაცია 2%-იან ნიშნულზე დავაბრუნოთ“, – ნათქვამია ფედერალური რეზერვის განცხადებაში.
Fed-მა ახალ პროგნოზში მიანიშნა, რომ განაკვეთი წლის ბოლომდე, დიდი ალბათობით, ნახევარი პროცენტული პუნქტით გაიზრდება. ექსპერტთა ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ Fed-მა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება ივლისში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღოს, რადგან საბაზო ინფლაცია კვლავაც აღემატება სამიზნე მაჩვენებელს.