აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა (FED) მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და საპროცენტო განაკვეთების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
შეერთებულ შტატებში იანვარში ინფლაცია მოულოდნელად გადაიზარდა, ამიტომ FED მიიჩნევს, რომ ინფლაციის შესაჩერებლად უფრო მკაცრი ზომების გატარებაა საჭირო. სავარაუდოდ, საპროცენტო განაკვეთ 0,5%-ით აიწევს და გადაწყვეტილება 21-22 მარტის შეხვედრაზე გამოცხადდება. Fed-ის საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთი ამჟამად 4,50%-4,75%-ის დიაპაზონშია.
10 მარტს უნდა გამოქვეყნდეს შრომის დეპარტამენტის თებერვლის ანგარიში, ხოლო მომავალ კვირას ინფლაციის ახალი მაჩვენებელი გახდება ცნობილი. ამ ორ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისთვის.
პოლიტიკის გამკაცრებამ ინფლაცია უნდა შეამციროს, თუმცა, როგორც Fed-ის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა განაცხადა, „ინფლაციის მაჩვენებლის 2%-ის ნიშნულზე დაბრუნების პროცესი რთული იქნება“.