ვაშინგტონმა შესაძლოა, ამერიკის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორებიცაა Nvidia და AMD, ჩინეთში ჩიპების ექსპორტი აუკრძალოს.
შეერთებულ შტატებში ამჟამად ჩიპების ჩინეთში ექსპორტზე შეზღუდვების შემოღების საკითხზე მსჯელობენ, რადგან ვაშინგტონი მათი სამხედრო და კიბერინდუსტრიაში გამოყენების საშიშროებას ხედავს.
ამერიკულ გიგანტ IT კომპანიებს, როგორებიცაა Nvidia და Advanced Micro Devices (AMD) და სხვა ჩიპების მწარმოებლებს აეკრძალებათ ნახევარგამტარების ექსპორტი ჩინეთში და იმ ქვეყნებში, სადაც აშშ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საფრთხეს ხედავს.
მაგრამ ვაშინგტონის ტექნიკურმა ომმა ჩინეთის წინააღმდეგ შეიძლება, უკუშედეგი გამოიღოს და ჩინეთს საკუთარი IT აპარატურის დამოუკიდებლად განვითარებისკენ უბიძგოს. ეს კი ამერიკულ კომპანიებს დააკარგვინებს დიდ მოგებას, რასაც მსოფლიოს უდიდესი ბაზრიდან იღებდნენ.
ზოგიერთმა ამერიკულმა ფირმამ კი, ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, ჩინეთის ბაზარზე დარჩენა ამჯობინა.
ჩიპების ამერიკულმა მწარმოებელმა Micron-მა ივნისის დასაწყისში განაცხადა, რომ ჩინეთში დაფუძნებულ ქარხანაში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს.