აშშ-ის სენატში დაამტკიცეს $95,2 მილიარდიანი დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
ამ თანხიდან $60 მილიარდზე მეტი უკრაინას გადაეცემა.
კანონმდებლებმა პაკეტი ხმათა უმრავლესობით მიიღეს. მომხრე იყო 79 სენატორი, 18- წინააღმდეგი.
ამის შემდეგ დოკუმენტის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გაეგზავნა.
უკვე ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დოკუმენტს ხელს 24 აპრილს მოაწერს. განცხადება თეთრი სახლის ვებსაიტზე უკვე გამოქვეყნდა.
უკრაინისთვის გამოოყოფილი თანხა რამდენიმე მიმართულებით გადანაწილდება:
- თავდაცვის ხარჯები- $49,9 მილიარდი;
- ბიუჯეტის მხარდაჭერა -$7,8 მილიარდი;
- ეკონომიკური დახმარება- $1,57 მილიარდი;
- საზღვრის დაცვისა და განაღმვითი სამუშაოები- $400 მილიონი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასევე მხარი დაუჭირა რუსეთის სუვერენული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების აქტის მიღებას.