თეთრმა სახლმა ფედერალურ სააგენტოებს ყველა სამთავრობო ტექნიკური მოწყობილობიდან TikTok-ის წაშლა უბრძანა და ამისთვის 30-დღიანი ვადა მისცა.
ფედერალურმა სააგენტოებმა TikTok პერსონალისა და ფედერალური კონტრაქტორების სამუშაო მოწყობილობებიდან უნდა წაშალონ. ამერიკის მთავრობა ჩინური სოციალური აპლიკაციის აკრძალვას ეროვნული უსაფრთხოების მიზნებით ხსნის. მის გამოყენებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კვლევებისთვის დაუშვებენ.
კანადის მთავრობამ უკვე აკრძალა აპლიკაციის გამოყენება სამთავრობო მოწყობილობებზე კონფიდენციალურობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის მოტივით.
გასულ კვირას თანამშრომლებს აპლიკაციის წაშლა სამუშაო და პირადი მოწყობილობებიდან ევროკომისიამაც უბრძანა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მთავრობის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და თეთრი სახლი სხვა ქვეყნების კომპანიების მიმართ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.