აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელები უკრაინისთვის დახმარების ნაწილის სესხის სახით გაცემას განიხილავენ. ამის შესახებ Politico წერს.
სესხის ვარიანტი სერიოზულად განიხილება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაშიც, სადაც უკრაინის დახმარების საკითხი რამდენიმე თვეა შეჩერებულია.
როგორც მედია წერს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ემხრობა დახმარების გაცემას სესხის ან Lend-Lease-ის პროგრამის სახით.
სასესხო დახმარების ეს ვარიანტი ასე გამოიყურება: პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $60 მილიარდი ითხოვა. ამ თანხის დიდ ნაწილს – $48 მილიარდს აშშ უკან დაიბრუნებს. ამერიკული იარაღი გაიგზავნება უკრაინაში, სასესხო თანხა კი ხელს შეუწყობს აშშ-ში სამუშაო ადგილების შექმნას.
დანარჩენი $12 მილიარდი შეიძლება პირდაპირ უკრაინაში გაიგზავნოს. რესპუბლიკელების აზრით, ეს თანხა შეიძლება გაიცეს დაბალპროცენტიანი სესხის სახით ან საერთოდ უპროცენტოდ.
დათანხმდებიან თუ არა დემოკრატები ამ გეგმას, უცნობია. ზოგიერთი მათგანი სესხის იდეას აპროტესტებს. მაგრამ რესპუბლიკელები თვლიან, რომ, დემოკრატები საბოლოოდ, მათ იდეას დათანხმდებიან.
როგორც ცნობილი გახდა, თეთრი სახლი ეწინააღმდეგება უკრაინითვის დამატებითი დახმარების კრედიტით გაცემას.