2024 წლის პირველ კვარტალში აშშ-ის ეკონომიკური ზრდა თითქმის ორწლიან მინიმუმამდე შენელდა, ხოლო ინფლაცია გაიზარდა.
წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა ზრდამ 1,6% შეადგინა.
მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ზრდის შენელება ძირითადად გამოწვეულია სახელმწიფო ხარჯების შემცირებით და იმპორტის ზრდით. სავაჭრო დეფიციტმა მოიმატა და ის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალ დონეზეა 2022 წლის შემდეგ.
ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი პირველ კვარტალში 3.7% იყო.
ინფლაციის ზრდა განაპირობა მომსახურების სექტორში ფასების 5.1%-იანმა მატებამ. შესაბამისად, მოსახლეობის სამომხმარებლო ხარჯები გაზრდილია.
ინფლაციის მატებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი(FED) საპროცენტო განაკვეთებს სექტემბრამდე უცვლელად, კვლავ მაღალ დონეზე შეინარჩუნებს.
მომხმარებელთა განწყობა ბოლო თვეებში შესუსტებულია. ამერიკელები პესიმისტურად არიან განწყობილნი ეკონომიკის სამომავლო პერსპექტივის მიმართ.