საერთაშორისო ანგარიშსწორებაში დოლარის წილი ივლისში რეკორდულად გაიზარდა.
აშშ დოლარის წილი SWIFT სისტემაში ერთი თვის განმავლობაში 39,4%-დან 46,5%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ SWIFT-ის მიერ გამოქვეყნებულ RMB Tracker-ის ყოველთვიურ ანგარიშში წერია.
ეს დოლარის რეკორდია. ათი წლის წინ ამერიკული ვალუტა გლობალური ანგარიშსწორების მთლიანი მოცულობის მესამედზე ოდნავ მეტს შეადგენდა.
BRICS-ის ალიანსის (ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის ეკონომიკური ალიანსი) მცდელობის მიუხედავად, რაც აშშ დოლარის დასუსტებას გულისხმობს, ამერიკული ვალუტა მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.
ლიდერი აშშ დოლარის შემდეგ, საერთაშორისო ანგარიშსწორებებში
მე-2 პოზიციას კვლავ ევრო იკავებს, რომლის წილი გასულ თვეში შემცირდა მინიმალურ 24,4%-მდე 38,4-დან,
მესამეზე ფუნტი სტერლინგია (ივლისში –7,6%, ერთი თვის წინ – 6%), მეოთხეზე – იენი (3.5%, 2.7%), მეხუთეზე – იუანი (3.1%; 2.2%).
2012 წელს ევრო ანგარიშსწორების მოცულობის 46% შეადგენდა. ეს მისი პიკი იყო.
იმავდროულად, ჩინეთის ვალუტის წილმა მხოლოდ მეორედ გადააჭარბა 3%-ს. 2010 წელს მას დაახლოებით 0,03%-იანი წილი ეკავა.