დღევანდელი, 24 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.59 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6692 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.18 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9089 ლარს შეადგენს.
დღეს ლარის კურსი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ 1.79 თეთრით გაუფასურდა და მისი ფასი 3,4046 ლარია.
1 თურქული ლირა 8.82 თეთრი ღირს.