2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციამ საქართველოში 0.3%,
ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის აპრილში, გასული წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3% შეადგინა,. თამბაქოს გარეშე წლიური
საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3%-ით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.8%-, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (5.1%), ისე ტანსაცმლის (1.9%) ქვეჯგუფებზე;
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.07
პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.5%)
და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.7%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: წინა თვესთან შედარებით ფასები მომატებულია 0.7%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასები გაზრდილია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1%), ისე თამბაქოს ნაწარმზე
(0.4%).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11%-ით, რაც 1.29 პროცენტული პუნქტით
აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების
ექსპლუატაციაზე (15.1%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.9%) და
სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.2%);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.6%-ით, რაც
წლიურ ინდექსზე 0.51 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (21.9%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (15.8%), დაზღვევა (3.9%) და პირადი ჰიგიენა (3.4%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5%-ით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ
სასმელებზე (6.3%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.7%);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.53 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-12.6%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-7.9%), პური და პურპროდუქტები (-7.6%), რძე, ყველი და კვერცხი (-4.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5%).
ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (37.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.6%), კვების სხვა პროდუქტები (2.4%) და თევზეული (0.8%).